დავით სერგეენკო - ელენე ხოშტარიას ადამიანურად ვთხოვ, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და მიიღოს თუნდაც აუცილებელი დანამატები
დავით სერგეენკო - ელენე ხოშტარიას ადამიანურად ვთხოვ, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და მიიღოს თუნდაც აუცილებელი დანამატები

ელენე ხოშტარიას ადამიანურად მინდა ვთხოვო, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას და მიიღოს თუნდაც ის აუცილებელი დანამატები, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა პარტიის „დროა“ ლიდერ ელენე ხოშტარიას განცხადებაზე, რომ აჩერებს მედიკამენტურ მკურნალობას, ვიდრე არ გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში.

„ელენე ხოშტარიას განცხადების შესახებ გავიგე და მართლა ძალიან მადარდებს ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა. როცა ვნახე, მაშინ უკვე სერიოზულად იყო შერყეული მისი სომატური ჯანმრთელობა. ადამიანურად მინდა ვთხოვო, გადახედოს ამ გადაწყვეტილებას და თუნდაც, ის აუცილებელი დანამატები მიიღოს.