დავით სერგეენკო – არ ვადასტურებ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატობაზე ჩემთან კონსულტაციები მიმდინარეობს

11:26, 12.02.2018

ჯანდაცვის მინისტრი არ ადასტურებს გავრცელებული ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება.

დავით სერგეენკოს თქმით, ამ დრომდე თემაზე კონსულტაციები არ დაწყებულა.

„დღეის მდგომარეობით,  12 თებერვლის 11 საათის მდგომარეობით, არ ვადასტურებ, რომ ჩემთან ამ თემაზე რაიმე კონსულტაციები მიმდინარეობს. რა იქნება მომავალში, ვერაფერს გეტყვით”, – განუცხადა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს.

მსგავსი