დავით სერგეენკო - დაკავებული ვიყავი პაციენტების პატრონაჟით, ამიტომ გამიძნელდება და თავს შევიკავებ კომენტირებისგან 
დავით სერგეენკო - დაკავებული ვიყავი პაციენტების პატრონაჟით, ამიტომ გამიძნელდება და თავს შევიკავებ კომენტირებისგან 

დაკავებული ვიყავი პაციენტების პატრონაჟით, ამიტომ მართლაც გამიძნელდება და თავს შევიკავებ კომენტირებისგან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, დავით სერგეენკომ განუცხადა ჟურნალისტებს.

სერგეენკომ მიმდინარე მოვლენების შეფასებისგან თავი შეიკავა.

„მართლაც ძალიან რთული იქნება ჩემგან ამ მოვლენების შეფასება, რადგან ეს მოვლენები ახლა მიმდინარეობს და ალბათ, რაღაც შეფასება დასჭირდება. მართალი გითხრათ, დაკავებული ვიყავი უფრო პაციენტების პატრონაჟით, ამიტომ მართლაც გამიძნელდება და თავს შევიკავებ ამაზე კომენტირებისგან“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კითხვაზე, თუ როგორი იყო მისი რეაქცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატის დანახვისას დავით სერგეენკოს განცხადებით, ეს იყო უმძიმესი სურათი.

„მე მართლაც ძირითადად კონცენტრირებული ვარ პაციენტების მოვლაზე, ასე რომ, ამაზე კომენტარი მართლაც გამიჭირდება. რეაქცია, რაც დილიდან ხდებოდა, რაც მე დავინახე, ეს სურათი იყო, რა თქმა უნდა, უმძიმესი, ამაზე ორი აზრი არ შეიძლება იყოს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

პრემიერის მრჩეველი ინგოროყვას კლინიკაში იმყოფება, სადაც აქციაზე დაშავებულთა ნაწილი გადაიყვანეს.

დატოვე კომენტარი