დავით სერგეენკო - ბავშვზე ზრუნვის საერთაშორისო და ადგილობრივი წესები უპირობოდ ყველგან უნდა იყოს დაცული, არ აქვს მნიშვნელობა, საეკლესიო დაწესებულებაა თუ საერო
დავით სერგეენკო - ბავშვზე ზრუნვის საერთაშორისო და ადგილობრივი წესები უპირობოდ ყველგან უნდა იყოს დაცული, არ აქვს მნიშვნელობა, საეკლესიო დაწესებულებაა თუ საერო

ბავშვზე ზრუნვის საერთაშორისო და ადგილობრივი წესები უპირობოდ ყველგან უნდა იყოს დაცული – არ აქვს მნიშვნელობა, საეკლესიო დაწესებულებაა თუ საერო, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დავით სერგეენკომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, დეპუტატის შეფასებით, იქ არსებული სიტუაცია აქამდე უნდა გარკვეულიყო და ვითარება აქამდე არ მისულიყო.

„რამდენიმე მნიშვნელოვანი მოცემულობაა. პირველი ის, რომ ბავშვზე ზრუნვის საერთაშორისო და ადგილობრივი წესები, მათ შორის მონიტორინგის შესაძლებლობაც, უპირობოდ ყველგან უნდა იყოს დაცული – არ აქვს მნიშვნელობა საეკლესიო დაწესებულებაა, სასულიერო თუ საერო. საბედნიეროდ, უკვე ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალისტების დიდი ჯგუფი არის მონიტორინგზე შესული და ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. ჩემი აზრით, ეს ვითარება აქამდე არ უნდა მისულიყო არც ერთ შემთხვევაში. მით უმეტეს, ის გაურკვეველი სიუჟეტები, რაც გადიოდა სხვადასხვა მედიაში, სხვა ბავშვებს სტრესულ მდგომარეობაში აგდებს, უბრალოდ არ შეიძლება. კონსულტაციები უნდა აიღონ ამ ადამიანებმა, ვიდრე ასეთ ნაბიჯებს გადადგამენ. დღეს რაც ხდება, აქამდე ვითარება არ უნდა მისულიყო და უფრო ადრე უნდა მოგვარებულიყო. ვფიქრობ, დღევანდელი მონიტორინგი მოგცემს იმის საშუალებას, რომ მონიტორინგისთვის შევიდეს სახალხო დამცველი ან ვინმე სხვა, ვინც საჭირო იქნება, და შეასრულოს თავისი მოვალეობა“, – განაცხადა სერგეენკომ.

დატოვე კომენტარი