დავით სერგეენკო - ბავშვთა უფლებებში მეორე რიგის პრიორიტეტები არ არსებობს, მთავარი გამოწვევებია სიღარიბე, ძალადობა, ამ მხრივ, სახელმწიფო უწყებების კოორდინაცია გადამწყვეტია
დავით სერგეენკო - ბავშვთა უფლებებში მეორე რიგის პრიორიტეტები არ არსებობს, მთავარი გამოწვევებია სიღარიბე, ძალადობა, ამ მხრივ, სახელმწიფო უწყებების კოორდინაცია გადამწყვეტია

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ სამი წლის წინ პარლამენტმა მნიშვნელოვანი კანონი „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მიიღო და ბავშვთა უფლებებში მეორე რიგის პრიორიტეტები არ არსებობს

მისივე თქმით, მთავარი გამოწვევებია ბავშვთა სიღარიბე, ბავშვთა ძალადობა და ოჯახის განმტკიცება, სადაც ბავშვი იზრდება და აღნიშნა, რომ ამ მხრივ, სახელმწიფო უწყებების კოორდინაცია გადამწყვეტია.

„არსებული სოციალური დახმარების სისტემას ორი პრობლემა აქვს – ერთი ის, რომ ცოტაა და მეორე ის, რომ იყო გარკვეული დემოტივატორი დასაქმების. დამატებით ნაბიჯები იყო საჭირო. 2018 წლამდე ერთ ბავშვზე 10 ლარი იყო, 2018 წელს გახდა პლიუს 50 ლარი, 2020 წელს 100 ლარი, ახლა პრემიერის გადაწყვეტილებით, ეს 150 ლარი გახდა. ყველა ექსპერტის შეფასებით, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ ბავშვთა სიღარიბე შემცირდეს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.