დავით სერგეენკო - აუცილებლობაა ადეკვატური და კონსტრუქციული ოპოზიციის ყოფნა ქვეყანასა და პარლამენტში
დავით სერგეენკო - აუცილებლობაა ადეკვატური და კონსტრუქციული ოპოზიციის ყოფნა ქვეყანასა და პარლამენტში

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, აუცილებლობაა ადეკვატური და კონსტრუქციული ოპოზიციის ყოფნა ქვეყანასა და პარლამენტში.

ჟურნალისტებთან საუბარში დავით სერგეენკო „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა მესამე ძალის საჭიროებასთან დაკავშირებით.

დეპუტატის თქმით, ოპოზიციური პარტიების ღირებულებების ძირითადი ფუნდამენტი არ იცის, მიუხედავად იმისა, რომ მათი მხრიდან დეკლარირებული იყო, რომ მათ ერთიანი ფუნდამენტი აქვთ, მაგრამ მისი თქმით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები აჩვენებს, ეს ფუნდამენტი არ არის და მათი ერთიანობა გარკვეული მიზნისკენ იყო მიმართული.

„გამიჭირდება, ანალიზი გავაკეთო, გიორგი ვაშაძემ ეს განცხადება რატომ გააკეთა, ალბათ, დაასაბუთებს. მოცემულობაა, რომ აუცილებლობაა ადეკვატური და კონსტრუქციული ოპოზიციის ყოფნა ქვეყანაში, პარლამენტში. რამდენად შესაბამისი იქნება ესა თუ უს პარტია ამ მოცემულობის, ამას დრო გვაჩვენებს”, – განაცხადა სერგეენკომ.