დავით სერგეენკო - არჩილ თალაკვაძემ თავად გადაწყვიტა, რომ უმჯობესი იქნებოდა, პარლამენტის მუშაობისთვის ასეთი ცვლილება
დავით სერგეენკო - არჩილ თალაკვაძემ თავად გადაწყვიტა, რომ უმჯობესი იქნებოდა, პარლამენტის მუშაობისთვის ასეთი ცვლილება

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ თალაკვაძემ თავად გადაწყვიტა, რომ უმჯობესი იქნებოდა, პარლამენტის მუშაობისთვის ცვლილება.

სერეენკო ფიქრობს, რომ კახა კუჭავა კარგი სპიკერი იქნება.

„არჩილ თალაკვაძემ თავად გადაწყვიტა, რომ უმჯობესი იქნებოდა, პარლამენტის მუშაობისთვის ასეთი ცვლილება. მისი გადაწყვეტილება იყო წამყვანი და არა ის, რომ ვინმე უკმაყოფილო იყო მისი მუშაობით. ჩემი აზრით, კახა კუჭავა კარგი სპიკერი იქნება, ახალგაზრდა კაცია, რომელსაც კარგი განათლება და გამოცდილება აქვს, თუმცა ამას მომავალი გვაჩვენებს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ 24 აპრილს განაცხადა.