დავით სერგეენკო აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საარჩევნო რეფორმის კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავის შეკავება პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობაა
დავით სერგეენკო აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საარჩევნო რეფორმის კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავის შეკავება პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობაა

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ დავით სერგეენკოს განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საარჩევნო რეფორმის კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავის შეკავება და შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არმოწერა პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობაა.

როგორც ჟურნალისტებს სერგეენკომ განუცხადა, მათი მცდელობა არცთუ ისე ძლიერია.

„შარლ მიშელის შეთანხმებას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოგონილი საბაბით არ მოაწერა ხელი. მათ საკუთარ პასუხებში განმარტება არ აქვთ“, – განაცხადა სერგეენკომ.