დავით სერგეენკო აცხადებს, რომ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ორიენტირებულია პანდემიის კრიზისის მართვასა და ეკონომიკის ფეხზე დაყენებაზე
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ორიენტირებულია როგორც პანდემიის კრიზისის მართვაზე, ასევე ეკონომიკის ფეხზე დაყენებაზე.
როგორც ჟურნალისტებს სერგეენკომ განუცხადა, ძალიან რთული იქნება, ბიუჯეტის პროექტის ხანგრძლივი შედეგების შეფასება, რადგან ეს მიმართულია კრიზისის მართვაზე.
„იმედი მაქვს, რომ პანდემიის მართვა ვაქცინაციის დახმარებით მალე მოხდება და შესაძლებელი იქნება ის, რომ მთავარი აქცენტი მიმართული იყოს არა პანდემიაზე, არამედ ეკონომიკის სწრაფად აღდგენაზე“, – განაცხადა სერგეენკომ.
პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავს და კენჭს უყრის.