დავით სამურკასოვმა ლატვიის თასზე გაიტანა, თამაზ პერტიას გუნდმა 7:0 მოიგო #1TVSPORT
დავით სამურკასოვმა ლატვიის თასზე გაიტანა, თამაზ პერტიას გუნდმა 7:0 მოიგო #1TVSPORT

დავით სამურკასოვმა გოლი გაიტანა ლატვიის თასის 1/4-ფინალში, სადაც „ლიეპაიამ“ „ბეიტარის“ ბარიერი იოლად გადალახა და დიდი ანგარიშით გაიმარჯვა – 7:0.

„ლიეპაიას“ მთავარი მწვრთნელი თამაზ პერტიაა. მან სამურკასოვი ძირითად შემადგენლობაში ათამაშა და 55-ე წუთზე შეცვალა. ამის შემდეგ მოედანზე გამოჩდნენ გიორგი კუცია და „სამგურალის“ ნახევარმცველი ლუქმან გილმორი.

„ლიეპაიაში“ „საბურთალოსა“ და „თელავის“ ყოფილი მეკარე ლუკა სანიკიძეც გამოდის, რომელიც ამჯერად სათადარიგოთა სკამზე დარჩა. გუნდშია „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილი, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრი ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი.

„ლიეპაია“ ლატვიის თასის ნახევარფინალში გავიდა. ამავე დროს, ეს გუნდი ჩემპიონატში მესამე ადგილზეა და კონფერენს ლიგის საგზურისთვის იბრძვის. პერტიას გუნდი მორიგ შეხვედრას ჩემპიონატში 28 აგვისტოს „სუპერ ნოვასთან“ სტუმრად გამართავს.