დავით ქევხიშვილი - სამწუხაროა, რომ რიგი ტიტულიანი სპორტსმენები თავიანთი ურაპატრიოტული პოზიციის დაფიქსირებით ფრთებს ასხამენ პროცესების რადიკალურ განვითარებას
დავით ქევხიშვილი - სამწუხაროა, რომ რიგი ტიტულიანი სპორტსმენები თავიანთი ურაპატრიოტული პოზიციის დაფიქსირებით ფრთებს ასხამენ პროცესების რადიკალურ განვითარებას

სამწუხაროა, რომ რიგი ტიტულიანი სპორტსმენები თავიანთი ურაპატრიოტული პოზიციის დაფიქსირებით ფრთებს ასხამენ პროცესების რადიკალურ განვითარებას – დავიჯერო, ვერ უყრით სიტყვებს თავს, რომ დაგმოთ ზოგადად ძალადობა და ის გაუგონარი აგრესია, რასაც რადიკალურად განწყობილი ჯგუფები გამოხატავენ? – წერს ევროპის ძიუდოს კავშირის სპორტული დირექტორი დავით ქევხიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ორაზროვანი პოსტების წერას სჯობს, ყველამ პირდაპირ თქვას, რა არ მოსწონს ან სად დაინახეს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციაზე ვინმე უარს ამბობს.

„უცხო არავისთვის არ არის საქართველოში პროტესტის გამოხატვა. ჩვენი უკანასკნელი 30-წლიანი დამოუკიდებლობის მანძილზე ბევრჯერ დამდგარა ამის საჭიროება, მაგრამ ის ფორმა და მიმართულება, რაც დღეს ეძლევა საპროტესტო აქციებს, არის ყოვლად მიუღებელი და, ამავე დროს, საშიში. სამწუხაროა, რომ რიგი ტიტულოვანი სპორტსმენების თავიანთი ურაპატრიოტული პოზიციის დაფიქსირებით ფრთებს ასხამენ პროცესების რადიკალურ განვითარებას. ამ რანგის სპორტსმენები მხოლოდ ცალმხრივად რომ აპროტესტებთ ძალადობის ცალკეულ ფაქტებს, რაც, რა თქმა უნდა, დასაგმობია, დავიჯერო, ვერ უყრით სიტყვებს თავს, რომ დაგმოთ ზოგადად ძალადობა და, პირველ რიგში, ის გაუგონარი აგრესია, რასაც რადიკალურად განწყობილი ჯგუფები გამოხატავენ? რატომ ვერ ხედავთ ამაში სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს? თუ ხედავთ და თქვენთვის სულერთია? დაანებეთ თავი საკუთარი კომფორტის ზონაზე ზრუნვას, თუ რამე გაქვთ სათქმელი, პირდაპირ თქვით, რა არ მოგწონთ. ან ორაზროვან პოსტებს რომ გამოსდებთ ევროკავშირის დროშით, სად ნახეთ, რომელ განცხადებასა თუ მიმართვაში მოისმინეთ, რომ ევროკავშირში ინტეგრაციაზე ვინმე უარს ამბობს? საქართველო თავისთავად არის ევროპისა და ევროპული კულტურის შემადგენელი ნაწილი, ხოლო მის სამართლებრივ სისტემას მხოლოდ ღირსებით შეუერთდება“, – წერს დავით ქევხიშვილი.