დავით ნინიაშვილი რაგბი ევროპის ჩემპიონატზე გერმანიასა და ნიდერლანდებთან მატჩებს გამოტოვებს #1TVSPORT
დავით ნინიაშვილი რაგბი ევროპის ჩემპიონატზე გერმანიასა და ნიდერლანდებთან მატჩებს გამოტოვებს #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ახალი სეზონისთვის „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე ემზადება.

ახალი მთავარი მწვრთნელის, რიჩარდ კოკერილის ხელმძაღვანელობით, „ბორჯღალოსნები“ პირველ მატჩს 4 თებერვალს სტუმრად გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ, 10 და 17 თებერვალს კი თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე ნიდერლანდებსა და ესპანეთს უმასპინძლებენ.

მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „ლიონის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ნინიაშვილმა მცირე ტრავმა მიიღო და გერმანიასა და ნიდერლანდებთან მატჩს გამოტოვებს, თუმცა დავითი გუნდთან ერთად რჩება, რეაბილიტაციის კურსს გაივლის და ნაკრებს, სავარაუდოდ, ესპანეთთან მატჩში (17 თებერვალი) დაეხმარება.