დავით ნინიაშვილი „ლიონის“ ძირითადში დაბრუნდა #1TVSPORT
დავით ნინიაშვილი „ლიონის“ ძირითადში დაბრუნდა #1TVSPORT

ტოპ 14-ის მე-8 ტურს ქართველი ლეგიონერების ძირითადი ნაწილი სასტარტო თხუთმეტეულებიდან დაიწყებს.
„სტად ფრანსესა“ და „ლიონის“ მატჩში ახალგაზრდა გარემარბი დავით ნინიაშვილი ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა. „ლიონის“ მეორე ბორჯღალოსანი, ბექა საღინაძე კი ამ ტურში დაისვენებს. „სტად ფრანსეს“ მხრიდან კი გიორგი მელიქიძე და ვასილ კაკოვინი დაიწყებენ.

„ბორდო“ „პერპინიანს“ დაუპირისპირდება – „პერპინიანის“ ძირითადში დავით ქუბრიაშვილია, „ბორდოს“ კი მარქაფიდან ლექსო ყაულაშვილი გააძლიერებს.

ბიარითზი“- „ბრივის“ შეხვედრაში ერთდროულად შვიდი ქართველია სამატჩო რაზმებში. „ბიარითზის“ ძირითად თხუთმეტეულში ლუკა აზარიაშვილი და თორნიკე ჯალაღონია მოხვდნენ, ნუცუბიძე კი შეცვლაზე შემოვა. რაც შეეხება „ბრივს“ – ვანო კარკაძე, ლუკა ჯაფარიძე და ვასილ ლობჟანიძე იწყებენ მატჩს, თედო აბჟანდაძე კი მარქაფაშია.

კლერმონისა“ და „პოს“ შეხვედრაში ერთადერთი ქართველი ითამაშებს – ბექა გორგაძე „პოს“ ძირითად რვა ნომრად არის გამწესებული.

რასინგი“ „მონპელიეს“ სახლში მიიღებს. გურამ გოგიჩაშვილი და გია ხარაიშვილი შოტლანდიის ძირითად მგეზავ ფინ რასელთან ერთად „რასინგის“ შემადგენლობაში შეცვლიდან შემოვლენ. „მონპელიეს“ კი პირველი წუთებიდან გააძლიერებს გამოცდილი პირველხაზელი ბორჯღალოსანი მიშა ნარიაშვილი.

დღევანდელ ტურს „ტულუზასა“ და „კასტრის“ მატჩი დახურავს. „კასტრის“ მარქაფაში ლევან ჩილაჩავა მოხვდა.

ხვალ მე-8 ტურის ბოლო მატჩი გაიმართება და „ლა როშელი“ „ტულონს“ დაუპირისპირდება.