დავით ნარმანია - „სითი პარკთან“ სამართლებრივ ნაწილში ხელშეკრულება იმდენად კაბალურია, რომ არ მგონია, სასურველ შედეგს მივაღწიოთ
დავით ნარმანია - „სითი პარკთან“ სამართლებრივ ნაწილში ხელშეკრულება იმდენად კაბალურია, რომ არ მგონია, სასურველ შედეგს მივაღწიოთ

კომპანია „სითი პარკთან“ დაკავშირებით დედაქალაქის მთავრობასაც ჰქონდა გეგმები, თუმცა როდესაც ხელშეკრულება გახდა საჯარო, აღმოჩნდა, რომ ხელშეკრულება კაბალური იყო. ამის შესახებ დავით ნარმანიამ 2014-2017  წლების საქმიანობის ანგარიშის წარადგენის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ერთად უნდა დადგეს „სითი პარკის“ მტაცებლური პოლიტიკის შესაცვლელად.

„წინასაარჩევნო კამპანიის დროს დავპირდით ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ „სითი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულება გახდებოდა საჯარო. ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, თბილისის მერიას მინიმუმ 25 მილიონი ლარი უნდა გადაეხადა. ვეცადეთ სამართლებრივი გზით და მოლაპარაკებებით წამოგვეყვანა გონივრულ გადაწყვეტილებაზე, სხვა ხელშეკრულებები არაერთხელ შევთავაზეთ. რამდენიმე შეხვედრა და ცხარე კამათი იყო პირადად ჩემთანაც. ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას. სამართლებრივ ნაწილში ხელშეკრულება იმდენად კაბალურია, რომ არ მგონია, სასურველ შედეგს მივაღწიოთ. კარგია, რომ კიდევ უფრო მეტი რამის ცდა მოხდება. ყველა ერთად უნდა დავდგეთ, რომ „სითი პარკის“ მტაცებლური პოლიტიკა შეიცვალოს”,- განაცხადა ნარმანიამ.