დავით ნარმანია - „სითი პარკს“ ძალიან დიდი ცოდვები აქვს, ხელშეკრულების გაუქმება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა
დავით ნარმანია - „სითი პარკს“ ძალიან დიდი ცოდვები აქვს, ხელშეკრულების გაუქმება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა

თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაუქმების გადაწყვეტილებას მიესალმება და აღნიშნავს, რომ ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.

„სითი პარკს“ ძალიან დიდი ცოდვები აქვს დაგროვებული და ძალიან არასწორად იქცეოდნენ ბოლო წლების განმავლობაში. ამიტომ,  ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი გადაწყვეტილებაა. მთავარია, შემდეგი მენეჯმენტიც სწორად განხორციელდეს. ამით ქალაქი და ჩვენი თანამოქალაქეები მოიგებენ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2018 წლის 10 აპრილიდან, მერია კომპანია „სითი პარკთან“ დადებულ ხელშეკრულებას წყვეტს. მისი თქმით, ნათლად გამოიკვეთა კომპანია „სითი პარკის“ მოქმედებების პრინციპული შეუთავსებლობა საზოგადოებრივ ინტერესებთან.