დავით ნარმანია - სემეკ-ის თავმჯდომარის დამტკიცების საკითხი კენჭისყრაზე პარლამენტში დაახლოებით ორ კვირაში დაბრუნდება
დავით ნარმანია - სემეკ-ის თავმჯდომარის დამტკიცების საკითხი კენჭისყრაზე პარლამენტში დაახლოებით ორ კვირაში დაბრუნდება

სემეკ-ის თავმჯდომარის დამტკიცების საკითხი კენჭისყრაზე პარლამენტში დაახლოებით ორ კვირაში დაბრუნდება​, – ამის შესახებ სემეკ-ის თავჯდომარეობის კანდიდატმა, დავით ნარმანიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.

ნარმანია ვარაუდობს, რომ პროცედურული საკითხები დაახლოებით, ორ კვირაში დაზუსტდება და კენჭისყრაზე დაბრუნდება. 

„საკითხი გარკვეული პროცედურული შეუთანხმებლობიდან გამომდინარე გადაიდო. როგორც ჩანს, გარკვეული ვაკუუმია, რომელიც უნდა გასწორდეს და აქედან გამომდინარე, საკითხი ერთი კვირით ან შეიძლება ოდნავ მეტით გადაიდო. წარდგენა გაკეთებულია, საკომიტეტო მოსმენა გავიარე, სადაც განვითარებასთან დაკავშირებული საპროგრამო ხედვების წარდგენა მოხდა, რომლითაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ვაპირებ მუშაობას. როგორც კი პარლამენტის მხრიდან ეს პროცედურის საკითხები დაზუსტდება და ვაკუუმი გასწორდება, საკითხი კენჭისყრაზე დაბრუნდება. ამ პროცედურებს ალბათ დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება“, – განუმარტა დავით ნარმანიამ „ბიზნესპარტნიორს“.

დღეს საქართველოს პარლამენტში სემეკ-ის თავმჯდომარედ დავით ნარმანიას არჩევის საკითხზე კენჭისყრა გადაიდო.