დავით ნარმანია - გაზის ტარიფის ზრდას არ ველოდებით
დავით ნარმანია - გაზის ტარიფის ზრდას არ ველოდებით

გაზის ტარიფის ზრდას არ ველოდებით, – აცხადებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანია.

„თბილისი ენერჯის“ ახალი ტარიფი 25 დეკემბერს უნდა დამტკიცდეს, „სოკარ ჯორჯიას“ და „საქორგგაზის“ კი 27 დეკემბერს.

„ჩვენ უკვე განვიხილეთ კომპანიების მიერ წარმოდგენილი საინვესტიციო წინადადებები. სხვა ეკონომიკური პარამეტრებიც გვაქვს დაანგარიშებული. ამჟამად მიმდინარეობს მისაწოდებელი ფასის დადგენა, რომლის საფუძველზეც უახლოეს დღეებში უკვე დავადგენთ საბოლოო სამომხმარებლო ტარიფს. რაიმე სახის ზრდას ამ ეტაპზე არ ველოდებით“, – განაცხადა ნარმანიამ.