დავით ნარმანია ელექტროენერგიის ახალი ტარიფების დამტკიცებაში მონაწილეობას არ მიიღებს
დავით ნარმანია ელექტროენერგიის ახალი ტარიფების დამტკიცებაში მონაწილეობას არ მიიღებს

დავით ნარმანია ელექტროენერგიის ახალი ტარიფების დამტკიცებაში მონაწილეობას არ მიიღებს. სემეკ-ის ახალი წევრი დღეს და ხვალ დაგეგმილ სხდომებს არ დაესწრება, რადგან წინასწარ პროცესში არ მონაწილეობდა, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განუცხადეს.

რაც შეეხება პარლამენტის მიერ კომისიაში დამტკიცებულ მეორე წევრს, გოჩა შონია სატარიფო განაცხადების განხილვებში ჩართული იყო, შესაბამისად, სხდომებსაც დაესწრება.

დღეს მარეგულირებელი კომისია რამდენიმე ჰესის წარმოების ტარიფს და „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ელექტროენერგიის გადაცემისა და დისპეტჩერიზაციის ტარიფებს დაადგენს. „თელასისა“ და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სამომხმარებლო ტარიფები კი ხვალინდელ სხდომაზე დამტკიცდება.

სემეკ-ში საჯარო სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.