დავით ნარმანია - „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, პირვანდელი სახით აღდგა 51 ისტორიული შენობა
დავით ნარმანია - „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, პირვანდელი სახით აღდგა 51 ისტორიული შენობა

პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, პირვანდელი სახით აღდგა 51 ისტორიული შენობა. აქედან 41 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნულ პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 30 მლნ ლარამდე დაიხარჯა.

ამასთან, დავით ნარმანიას განცხადებით, განხორციელდა სხვა მსხვილი არეალების რეაბილიტაციაც, როგორიცაა ღვინის აღმართი, ზემო კალა. სამი ისტორიული სადარბაზო პირვანდელი სახით აღდგა და პროექტის ფარგლებში მოეწყო ოთხი სარეკრეაციო ზონა, განხორციელდა ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის სხვა ძეგლების რეაბილიტაციაც.