დავით მუჯირი - ჩვენი ქვეყნისთვის დიდი მონაპოვარია ის ინფრასტრუქტურა, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის გაკეთდა #1TVSPORT
დავით მუჯირი - ჩვენი ქვეყნისთვის დიდი მონაპოვარია ის ინფრასტრუქტურა, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის გაკეთდა #1TVSPORT

ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა ევროპის ჩემპიონატის გახსნისას ხაზი გაუსვა თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მუნიციპელიტეტების ხელმძღვანელთა დიდ წვლილს ჩემპიონატის ორგანიზების საკითხში.

„ჩვენი ქვეყნისთვის დიდი მონაპოვარია ის ინფრასტრუქტურა, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის გაკეთდა. საქართველოს უეფა-ს უმაღლესი კატეგორიის ოთხი სტადიონი შეემატა, რაც საშუალებას მისცემს კლუბებსა და ნაკრებებს მაღალ დონეზე ივარჯიშონ და მოემზადონ.

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში საქართველოში 16 თამაში გაიმართება. პირველი მატჩი იქნება საქართველო-პორტუგალია, ხოლო ტურნირის კულმინაცია, ფინალური შეხვედრა 8 ივლისს ბათუმში გაიმართება.

დიდი მადლობა პირველ არხს, რომელიც ჩვენი პარტნიორია. მისი ჩართულობის გარეშე რთული იქნებოდა არა მხოლოდ ახალგაზრდული, არამედ ეროვნული ნაკრების მატჩების საზოგადოებისთვის სრულყოფილად მიწოდება“.