დავით მათიკაშვილი -  ყველაფერი კეთდება, რომ ჰააგაში საქართველოს ინტერესები ბოლომდე იყოს დაცული
დავით მათიკაშვილი -  ყველაფერი კეთდება, რომ ჰააგაში საქართველოს ინტერესები ბოლომდე იყოს დაცული

მსოფლიოსთვის ცხადი და ნათელია, ვინ დაიწყო ომი 2008 წელს, ეს არის რუსეთის ფედერაცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ჰააგაში ყველა დავაში თავს მაქსიმალურად იცავს.

„ჩვენი სახელმწიფო ბოლომდე მაქსიმალურად იცავს თავს ყველა იმ დავაში, რომელსაც აწარმოებს ნებისმიერ ინსტანციაში. კეთდება აბსოლუტურად ყველაფერი, რომ ჩვენი ინტერესები ბოლომდე იყოს დაცული და სამართლიანი გადაწყვეტილება იქნას გამოტანილი.

მთელი მსოფლიოსთვის ცხადია და ნათელია, ვინ დაიწყო ომი 2008 წელს, ეს არის რუსეთის ფედერაცია. ცხადია, საქართველო თავის ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებდა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ჰააგის სასამართლო ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ჰააგაში მიმდინარე პროცესები სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს.