დავით მათიკაშვილი - ვიმედოვნებ, უახლოეს მომავალში ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება და უფრო ნათელი იქნება, როდის გაწევრიანდება საქართველო ნატო-ში
დავით მათიკაშვილი - ვიმედოვნებ, უახლოეს მომავალში ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება და უფრო ნათელი იქნება, როდის გაწევრიანდება საქართველო ნატო-ში

დიდ სურვილს გამოვთქვამთ, რომ საქართველოსთვის, როგორც სრულუფლებიანი წევრისთვის ნატო-ს კარი გაიღება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„საქართველო ნატო-სა და ევროკავშირთან ძალიან ახლოს არის, დამოუკიდებლობის შემდეგ ასე ახლოს ნამდვილად არ ყოფილა. ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების საკითხის გაღრმავება, მას შემდეგ, რაც, ბუქარესტის სამიტზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი, პროცესი ლოგიკური გზით მიმდინარეობს და ჩვენ ძალიან დიდ სურვილს გამოვთქვამთ, რომ საქართველოსთვის, როგორც სრულუფლებიანი წევრისთვის ნატო-ს კარი გაიღება. ამისთვის საქართველო ყველაფერს აკეთებს თავსებადობის კუთხით, დემოკრატიული პროცესების განვითარების თვალსაზრისით, რომელიც მნიშვნელოვანია ნატო-ს წევრობისკენ სავალ გზაზე. იმედი ვიქონიოთ, რომ უახლოეს მომავალში ქმედითი ნაბიჯები იქნება გადადგმული და კიდევ უფრო ნათელი იქნება, თუ როდის გაწევრიანდება საქართველო ნატო-ში“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.