დავით მათიკაშვილი - შვედეთი საქართველოს შესახებ არასწორი შეფასებებით გვამახსოვრებს თავს, მათი სურვილია, ქართველ ხალხზე ზეწოლა მოახდინონ, რათა პოლიტიკური გემოვნება ძალმომრეობით შეაცვლევინონ
დავით მათიკაშვილი - შვედეთი საქართველოს შესახებ არასწორი შეფასებებით გვამახსოვრებს თავს, მათი სურვილია, ქართველ ხალხზე ზეწოლა მოახდინონ, რათა პოლიტიკური გემოვნება ძალმომრეობით შეაცვლევინონ

ბოლო პერიოდში შვედეთი საქართველოს შესახებ სრულიად სუბიექტური, არასწორი შეფასებებით გვამახსოვრებს თავს. აშკარაა, რომ მათი სურვილია, საქართველოს მოსახლეობასა და ქართველ ხალხზე ზეწოლა მოახდინონ, რათა პოლიტიკური გემოვნება ძალმომრეობით შეაცვლევინონ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მათიკაშვილი გამოეხმაურა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარია მალმერ სტენერგარდის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „უკიდურესად შეშფოთებული ვართ საქართველოში განვითარებული მოვლენებით, ძალიან სწრაფად დგამენ ნაბიჯებს ევროკავშირის წევრობის საპირისპიროდ“.

„ისინი საკუთარი მიზნებისთვის იმ ინსტრუმენტებს იყენებენ, რაც პედალირებისთვის სჭირდებათ. მცდელობა აქვთ, საქართველოს წინააღმდეგ ინსტრუმენტები გამოიყენონ. ეს არის იმ ორმაგი სტანდარტის დასტური, რაც, სამწუხაროდ, ევროკავშირიდან საქართველოსთან მიმართებით არსებობს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.