დავით მათიკაშვილი - საქართველოს ევროპული გზა გადის კანონის და სამართლის პატივისცემაზე
დავით მათიკაშვილი - საქართველოს ევროპული გზა გადის კანონის და სამართლის პატივისცემაზე

შსს-მ გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი და წარმატებით აღასრულა განჩინება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ნიკანორ მელიამ სახელმწიფოს ერთადერთი გზა დაუტოვა, რაც სასამართლოს განჩინების აღსრულებას გულისხმობდა.

„საქართველოს ევროპული გზა გადის კანონის და სამართლის პატივისცემაზე, სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებასა და სახელმწიფო ინსტიტუტების დემოკრატიულ განვითარებაზე, რაც უსამართლობის და ქაოსის პროპაგანდით, დესტრუქციითა და ძალადობით არ მიიღწევა.

ნიკანორ მელიამ, საკუთარი ქმედებით, სახელმწიფოს დაუტოვა ერთადერთი უალტერნატივო გზა: აღესრულებინა სასამართლო განჩინება და პროცესები დაებრუნებინა კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში. შსს-მ გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი და წარმატებით აღასრულა განჩინება, აღსრულებისთვის კანონით გათვალისწინებული ყველა წესის დაცვით, რისთვისაც გულწრფელი მადლობა შს მინისტრს და თითოეულ პოლიციელს“, – აცხადებს დავით მათიკაშვილი.