დავით მათიკაშვილი – საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტში ანტიკონსტიტუციურად და ქვეყნის დანგრევისთვის მოქმედი პოლიტიკური პარტიების ადგილი არ არის

14:06, 21.10.2026

საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის თვალსაზრისით ისტორიული პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო სხდომაზე არაადეკვატური და მტკიცებულებისგან დაცლილი პოზიცია უკვე ჩანს, რაც ცალკეულ მოპასუხე მხარეებს გააჩნიათ. ამის მაგალითი თუნდაც შუამდგომლობის დაყენება იყო, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოების დაკვეთის შესრულება, რადგან მმართველი გუნდის დაპირებას მხარი მილიონ 200 000 მოქალაქემ დაუჭირა.

„ვფიქრობ, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვით დასრულდება. იმ პარტიების, რომლებიც წლების განმავლობაში არ აღიარებენ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, კანონმდებლობას, პრაქტიკულად, დემოკრატიას საქართველოში. მოპასუხეებს გაუჭირდებათ, მტკიცებულებით ნაწილში თავი რაიმე ფორმით დაიცვან, რადგან სარჩელი ფაქტობრივი მტკიცებულებებით არის გაჯერებული. ამ საკითხის სხვაგვარად გადაწყვეტილება ვერც წარმოგვიდგენია. რაც შეეხება მიმდინარე აქციას, მერამდენედ უნდა ჩაუვარდეთ კოვზი ნაცარში რადიკალებს, მეხუთე კოლონას. იმ მხარდამჭერების მოპოვებას როგორც შეძლებენ, რომლებიც მათ არ ჰყავთ? დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს წინ რამდენიმე ადამიანი დადის, რაც კიდევ ერთი უტყუარი დასტურია სასარჩელო მოთხოვნის სისწორის. საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტში ანტიკონსტიტუციურად და ქვეყნის დანგრევისთვის მოქმედი პოლიტიკური პარტიების ადგილი არ არის“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მსგავსი