დავით მათიკაშვილი – სამარცხვინოა ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც პრაქტიკულად, სანქციების თავის არიდებას და კანონმდებლობის დარღვევას გულისხმობს, თან, ევროსაბჭოსგან

15:56, 22.09.2026

სამარცხვინოა ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც პრაქტიკულად, სანქციების თავის არიდებას და კანონმდებლობის დარღვევას გულისხმობს. თან, ვისგან? – ევროსაბჭოსგან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ არმაზ ახვლედიანის ორგანიზებით და ევროსაბჭოს დაფინანსებით, ბახმაროში გაიმართა საგანმანათლებლო სემინარი, რომელსაც პაველ ჰერჩინსკიც ესწრებოდა. არსებული ინფორმაციით, გრანტების შესახებ კანონის შესაბამისად, დაფინანსების საკითხზე მთავრობისთვის მიმართვა და თანხმობა არ არსებობდა.

„საკანონმდებლო სივრცე შევქმენით, რომლის გათვალისწინებით, თუ საქმე დაფინანსებას ეხება, ამას ხელისუფლების თანხმობა სჭირდება. რასაც ვხედავთ, მოკლეფეხებიანი ტყუილია, როცა ევროსაბჭომ დააფინანსა. ბუნებრივია, მოკვლევის ფონზე, ადეკვატური გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“,- განაცხადა მათიკაშვილმა.

მსგავსი