დავით მათიკაშვილი – საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილმა ფარ-ხმალი დაყარა
საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილმა ფარ-ხმალი დაყარა, ნაწილი ხან რას იგონებს, ხან რას, გახარიას პარტია მათი საკითხის გამოყოფას ითხოვს, მტკიცებულებების არარსებობის პირობებში ყველაფერი გაუჭირდებათ, საზოგადოებისთვის საჯარო განხილვისას კიდევ უფრო მეტად იქნება დამჯერებელი და გასაგები კონსტიტუციური სარჩელის მოტივები და მიზნები, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს ის პარტიაა, რომელმაც პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა და ბუჩქებში მანამდე ისხდნენ, სანამ 4 ოქტომბრის რევოლუციური პროცესი კრახით არ დასრულდა.
„ეს ის პარტიაა, რომელმაც „ნაცმოძრაობასთან“ ერთად სხვადასხვა საკრებულოში ალიანსები წარმატებით შექმნა. დედაპარტიასთან ერთად მათი საქმიანობის მიზანს ანტიკონსტიტუციური ქმედებები წარმოადგენდა. უნდა გამოიყოს თუ არა მათი საკითხი, მოსამართლეების ნაცვლად ამაზე ვერ ვიმსჯელებთ. ამაზე მოსამართლეებმა უნდა იმსჯელონ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.