დავით მათიკაშვილი – რუსეთი ომშია ჩართული, მის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციები წესდება, თუმცა, როცა დასავლეთს საწვავი დასჭირდა, ძალიან მარტივად აარიდეს სანქციებს თავი

12:56, 10.10.2026

რუსეთის ფედერაცია ომშია ჩართული და მის მიმართ მასშტაბური სანქციები წესდება, თუმცა, როდესაც დასავლეთს საწვავი დასჭირდა, ძალიან მარტივად აარიდეს სანქციებს თავი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, აშშ-ის მხრიდან რუსეთის პრეზიდენტთან პირდაპირი კომუნიკაცია შედგა, რის შედეგადაც მსოფლიო საზოგადოებას რუსეთისგან საწვავის გარკვეული რაოდენობის მიღების შესაძლებლობა მიეცა.

„ეს მაშინ, როდესაც საქართველოს სრულიად უსაფუძვლოდ ადანაშაულებდნენ სანქციების გვერდის ავლაში. ჩვენთვის ეს ბრალდება იყო ქართველ ხალხსა და საქართველოზე თავდასხმა. ყველა იმ კონკრეტული მონიტორინგის შედეგებით, რაც საქართველოში ჩატარდა ამ თვალსაზრისით, საქართველო, რა თქმა უნდა, გამართლდა. საპირისპირო ჩანს იმ შემთხვევების ანალიზის დროს, როდესაც, პირიქით, აქეთ სჭირდება მსოფლიოს სხვადასხვა სახის საწვავი და რუსეთთან მშვენიერ გარიგებაში შედიან მათთვის მისაღები პირობებით“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მსგავსი