დავით მათიკაშვილი - პარლამენტში შემოსულ ოპოზიციურ სპექტრსაც მოვუწოდებ, სრულად მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო კომისიის მუშაობაში
დავით მათიკაშვილი - პარლამენტში შემოსულ ოპოზიციურ სპექტრსაც მოვუწოდებ, სრულად მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო კომისიის მუშაობაში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი პარლამენტში შესულ ოპოზიციონერებსაც მოუწოდებს, სრულად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის მუშაობაში.

„მინდა, მოვუწოდო ასევე პარლამენტში შემოსულ ოპოზიციურ სპექტრს, სრულად მიიღოს მონაწილეობა ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში. რამდენადაც ვიცი, პარლამენტში არსებულ ოპოზიციურ ძალთაგან ერთი პარტია იკავებს თავს ამ კუთხით. ვფიქრობ, უნდა იყოს სრულად ათვისებული მთლიანი რესურსი, რათა კიდევ ერთხელ მთელი მსოფლიოს გასაგონად ძალიან მკაფიოდ იქნას გაცემული პასუხი აბსოლუტურად ყველა კითხვაზე. საზოგადოება კარგად ხედავს, რომ „ქართული ოცნება“ ამ კუთხით არის ძალიან გახსნილი. ასეთი შეთავაზება ოპოზიციისთვის, არ ვიცი, ალბათ, მისი ძალიან მცირე მაგალითები თუ მოიძებნება ისტორიაში“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.