დავით მათიკაშვილი – ორთოდოქს „ნაცებს“ ახლადგამომცხვარმა „ნაცებმა“ არ მისცეს მიკროფონთან მისვლის უფლება, ეს არის ტიპიური აგენტურა, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ვისთან აქვს საქმე

13:26, 29.11.2026

ორი თვე ემზადებოდნენ რადიკალები აქციისთვის, რა აღარ იკადრეს, რომ ხალხი ქუჩაში გამოეყვანათ, მაგრამ შეძლეს ის, რომ, მაქსიმუმ, 7 000 ადამიანი იყო გამოსული, ვერ შეავსეს თავისუფლების მოედანი და ზუსტად ნახევარ საათში დაიშალა აქცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნახევარი საათი გაძლო რადიკალურმა ოპოზიციამ.

„ეს არის რეალობა, ეს არის ვითომ ხალხის მდინარეები, რომელიც სინამდვილეში მართლა იმ რაოდენობა ადამიანებზე დადის, რაც ჩვენ აქამდეც გვინახავს, მაგალითად, 4 ოქტომბრის გადატრიალების მცდელობაზეც დაახლოებით ამ რაოდენობის ადამიანი იყო. საზოგადოებას არ სჯერა აგენტურის. აგენტურის დღე დასრულდა საქართველოში, მათი დრო აღარ არის. ჩვენი საზოგადოების მხრიდან მათ არანაირი ემპათია არ გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, რაც არ უნდა იკადრონ, როგორც არ უნდა შეეცადონ საზოგადოების აღელვებას, საქართველომ ძალიან კარგად იცის, ვისთან აქვთ საქმე. ეს არის ტიპური აგენტურა, უცხოეთიდან დაფინანსებული რადიკალები საქართველოში, რომელთაც ნამდვილად არა აქვთ არანაირი რესურსი, რომ რაიმე სოლიდური გააკეთონ. აქციაზე დაერივნენ ერთმანეთს, ვერ გაიყვეს მიკროფონები, ერთმანეთს წაუყენეს ბრალდებები, იყო ფიზიკური დაპირისპირებაც, რაც ასე დამახასიათებელია უსამშობლო ე.წ. პოლიტიკური ლიდერებისთვის, რომელთათვისაც საკუთარ ქვეყანას და სამშობლოს არანაირი ფასი არ გააჩნიათ. ორთოდოქს „ნაცებს“ ახლადგამომცხვარმა „ნაცებმა“ არ მისცეს მიკროფონთან მისვლის უფლება, სინამდვილეში საზოგადოებამ მაინც კარგად იცის, რომ ერთი მთლიანობაა. ახლა ხვდებიან, რომ სააკაშვილის ბანერი და მისი ფიგურა თითქოს მათთვის კონტრპროდუქტიულია. ეს არის უნდობლობა, რაც მათმა ანტიქართულმა და ანტისაზოგადოებრივმა ქცევამ გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში, მუდმივმა მცდელობამ, საზოგადოება ტყუილში ამყოფონ. ეს არის ის სიმართლე, რაც მათ უნდა გაიგონ, გაიაზრონ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, 28 ნოემბერს ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სიტყვით არ გამოსულა. გარდა ამისა, თავისუფლების მოედანზე, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელთა ორგანიზებით აქცია გაიმართა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ფედერალისტების“ წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება გამოიწვია აქციის ერთ-ერთი მონაწილის ბანერმა, რომელზეც ერთდროულად იყვნენ გამოსახული მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. აქციის მონაწილეს, რომელსაც ბანერი ეჭირა, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა მიმართა: „პროვოკატორი ხარ?!“ როგორც ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე პროვოკაცია მოხდა.

მსგავსი