დავით მათიკაშვილი - ოპოზიციური ძალის რესურსი, რომ საზოგადოებას რაიმე სახის სიახლე, თავისი ხედვა შესთავაზოს, ამოწურულია
დავით მათიკაშვილი - ოპოზიციური ძალის რესურსი, რომ საზოგადოებას რაიმე სახის სიახლე, თავისი ხედვა შესთავაზოს, ამოწურულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია ერთიანი არ არის და მათ სერიოზული პრობლემები აქვთ, რაც საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობას“ არ აქვს რესურსი, რომ საზოგადოებას რაიმე სახის სიახლე, თავისი ხედვა შესთავაზოს.

„ოპოზიცია რომ დღეს ერთიანი არ არის და ოპოზიციაში არის უსერიოზულესი პრობლემები, ეს საზოგადოებისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი. ერთი ის, რომ ვერ შეთანხმდნენ და ვერც შეთანხმდებოდნენ, ყოველგვარი მცდელობა ფიასკოსთვის იყო განწირული, მეორე, რაც ვიხილეთ კიდევ ერთი დასტურია, რომ ოპოზიციური ძალის, „ნაციონალური მოძრაობის“რესურსი, საზოგადოებას რაიმე სახის სიახლე, თავისი ხედვა შესთავაზოს, არ არსებობს, ამოწურულია.

სულ პარლამენტის წევრებით, მშობლებით, ნათესავებით დაკომპლექტებული წინასაარჩევნო კამპანია და კანდიდატები არის სწორედ იმის მეტყველი, რომ ისევე როგორც ეს 2012 წლიდან ბევრჯერ, შვიდჯერ მოხდა, ამ არჩევნებზე იქნება მერვე დამარცხება „ნაციონალური მოძრაობის“ და მას განაჩენს ჩვენი საზოგადოება გამოუტანს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2021 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის რეგიონების მერობის კანდიდატები გუშინ წარადგინა.