დავით მათიკაშვილი - ნუ დავარქმევთ ამას ჩაშლილ მოლაპარაკებას, წინ კიდევ არის რესურსი
დავით მათიკაშვილი - ნუ დავარქმევთ ამას ჩაშლილ მოლაპარაკებას, წინ კიდევ არის რესურსი

ნუ დავარქმევთ ამას ჩაშლილ მოლაპარაკებას, რადგან წინ კიდევ არის რესურსი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმების მისაღწევად ყველა ნაბიჯი გადადგა, თუმცა ოპოზიციამ აღიარა, რომ ისინი მოლაპარაკებებზე ულტიმატუმით მივიდნენ.

„ნუ დავარქმევთ ამას ჩაშლილ მოლაპარაკებას, რადგანაც წინ არის კიდევ რესურსი, არის შესაძლებლობა. სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის შეთანხმებით ვერ დასრულდა მოლაპარაკება.

„ქართული ოცნების“ მხრიდან წარდგენილი და გადადგმული იყო ყველა რეალური, სამართლიანი ნაბიჯი, რათა კომპრომისული, ზეპარტიული, ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიგვეღო, მაგრამ საზოგადოებამ კარგად მოისმინა, აკაკი მინაშვილის ალბათ მთავარი წამოცდენა, როდესაც პირდაპირი გზავნილი გააჟღერა კიევიდან და თქვა, რომ რეალურად ოპოზიცია მოლაპარაკებაზე ულტიმატუმებით მივიდა და მათი დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, შემდგომ ნაბიჯებზე მათი მხრიდან საუბარი ზედმეტი იყო. აქ ძალიან კარგად ჩანს ორივე მხარის არქიტექტურა, როდესაც მოლაპარაკების მიმდინარეობისას იმთავითვე ულტიმატუმებს იწყებ, საუბარი ზედმეტია. როგორც კი ულტიმატუმები წამოტივტივდება, რა თქმა უნდა ნათელია, რომ არა მოლაპარაკებისთვის, არამედ მისი ჩაშლისთვის არის ეს ნაბიჯები გადადგმული“, – განაცხადა მათიკაშვილმა.