დავით მათიკაშვილი - ნიკა მელიას საქციელის შესაბამისი იქნება ყველა გადაწყვეტილება, რაც კონსტიტუციით, კანონითა და რეგლამენტით არის გათვალისწინებული
დავით მათიკაშვილი - ნიკა მელიას საქციელის შესაბამისი იქნება ყველა გადაწყვეტილება, რაც კონსტიტუციით, კანონითა და რეგლამენტით არის გათვალისწინებული

ნიკა მელია საკუთარ თავთან მიმართებით გადაწყვეტილებას თავად იღებს, ხოლო სამართლებრივი პროცესები იქნება ადეკვატური იმის, თუ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ  დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკოსობა ან პარტიის ლიდერობა არავის აძლევს უფლებას, რომ  მართლმსაჯულებას თავი აარიდოს.

„არავის ეგონოს, რომ პოლიტიკოსობა ან პარტიის ლიდერობა ინდულგენციას აძლევს, რომ მართლმსაჯულებას თავი აარიდოს. საზოგადოებამ საქმის შინაარსი ძალიან კარგად იცის და ხედავდა, როგორ ხულიგნურად იქცეოდა ის, როცა სამაჯური ფაქტობრივად, საზოგადოებას ესროლა. მელია საკუთარ თავთან მიმართებაში გადაწყვეტილებას თვითონ იღებს, ხოლო სამართლებრივი პროცესები იქნება ადეკვატური იმის, თუ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს. მელიას საქციელის ადეკვატური იქნება ყველა ის გადაწყვეტილება, რაც კონსტიტუციით, კანონითა და რეგლამენტით არის გათვალისწინებული“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა 5 თებერვალს მისცა.

დატოვე კომენტარი