დავით მათიკაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნისთვის რაც სურდა, ბუმერენგივით მიიღო საკუთარ თავზე
დავით მათიკაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნისთვის რაც სურდა, ბუმერენგივით მიიღო საკუთარ თავზე

„ქართული ოცნების“ წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მძიმე სიტუაციაა.

როგორც მათიკაშვილი აცხადებს, გასაკვირი არ არის, რომ შესაძლოა, ლევან ხაბეიშვილი გახდეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე.

„მძიმე რეალობაა „ნაციონალურ მოძრაობაში“ შექმნილი. პარტია მარტივ მამრავლებად იშლება. ამ რადიკალურ პოლიტიკურ დაჯგუფებას რაც ქვეყნისთვის სურდა — ნჯღრევა, გაყოფა, დაპირისპირება, ბუმერენგივით საკუთარ თავზე მიიღო. გასაკვირი არ არის, რომ ლევან ხაბეიშვილი შესაძლებელია, გახდეს პარტიის თავმჯდომარე. „ნაციონალურ მოძრაობას“ ასეთი თავმჯდომარე ნამდვილად ეკუთვნის“, – განაცხადა მათიკაშვილმა.