დავით მათიკაშვილი - მოვუწოდებ ოპოზიციას, ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში და მაგალითი მისცეს ამომრჩეველს
დავით მათიკაშვილი - მოვუწოდებ ოპოზიციას, ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში და მაგალითი მისცეს ამომრჩეველს

დეპუტატები დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრნენ. პარლამენტის წევრებიდან ვაქცინაცია ჩაუტარდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით მათიკაშვილსაც.

მათიკაშვილმა ოპოზიციას მოუწოდა, ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში  და ამით ამომრჩეველს მაგალითი მისცეს.

„მოვუწოდებ ოპოზიციას, ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში და საკუთარი მაგალითი მისცეს ამომრჩეველს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია საქართველოში 27 აპრილიდან იყო შესაძლებელი. „სინოფარმით“ იმუნიზაციის პროცესი კი 4 მაისიდან დაიწყო.

რაც შეეხება მიმდინარე კვირაში ვაქცინაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლების ჩართვას, ამასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება ორი დღის წინ მიიღო.