დავით მათიკაშვილი – ლუქსემბურგის პარლამენტის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა საქმიან რეჟიმში წარიმართა, ჩვენგან ადეკვატური და არგუმენტირებული პასუხები მოისმინეს

16:29, 24.09.2026

ლუქსემბურგის პარლამენტის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა საქმიან რეჟიმში წარიმართა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე იყო საინტერესო კითხვები საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე არსებულ გამოწვევებზე.

„ჩვენგან ადეკვატური და არგუმენტირებული პასუხები მოისმინეს. ჩვენ შეხვედრაზე ხაზი გავუსვით, რომ მნიშვნელოვანია დიალოგი, რომელიც კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს საქართველოს სწორ პოზიციას იმ მოცემულობაში, როცა ორმაგი სტანდარტის პირობებში, ევრობიუროკრატიის მხრიდან მუდმივი მცდელობაა, რომ საქართველოსა და ქართულ ხელისუფლებაზე ზეწოლა იყოს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მსგავსი