დავით მათიკაშვილი – კარგია, თუ პარტნიორები გაიაზრებენ, რომ ქართველი ხალხისთვის მიუღებელია ლანძღვა-გინება და ე.წ. შემოქმედება, რომელიც საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებს
საზოგადოება არასოდეს არ მიიღებს არც მსგავსი ფორმით დაფინანსებულ კონცერტებს, ასევე არც იმ ე.წ. შემოქმედებს, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს ლანძღავს და დედას აგინებს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კარგია, თუ პარტნიორები გაიაზრებენ, რომ ქართველი ხალხისთვის ლანძღვა-გინება მიუღებელია.
„ევროკავშირის საელჩომ ლანძღვა-გინებას გამოხატვის თავისუფლება უწოდა. წარმოუდგენელია, ეს მოცემულობა რაიმე ადეკვატურობასთან იყოს ახლოს. საზოგადოება არასოდეს არ მიიღებს არც მსგავსი ფორმით დაფინანსებულ კონცერტებს, ასევე არც იმ ე.წ. შემოქმედებს, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს ლანძღავს და დედას აგინებს.
კარგია, თუ პარტნიორები გაიაზრებენ, რომ ქართველი ხალხისთვის მიუღებელია ლანძღვა-გინება და ე.წ. შემოქმედება, რომელიც საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.