დავით მათიკაშვილი – გახარიას პარტია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შემადგენელი ნაწილია, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში შემოვიდნენ, დესტრუქციულ გზას აგრძელებენ

13:03, 17.09.2026

გახარიას პარტია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შემადგენელი ნაწილია, რომელიც ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიოდა, არ აღიარებდა დემოკრატიას და ერთიანდებოდნენ კოალიციებში, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

როგორც მათიკაშვილმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შევიდა, დესტრუქციულ გზას აგრძელებენ.

„2024 წლის არჩევნებისთვის აშკარა იყო ის ტენდენცია, რაც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გავლით საქართველოში დემოკრატიული პროცესების დანგრევას ისახავდა მიზნად. ამ პროცესებში დიდი როლი გახარიებს ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი პარლამენტში შემოვიდნენ, დესტრუქციულ გზას აგრძელებენ. ჩვენი საკონსტიტუციო სარჩელი მტკიცებულებებით იქნება გამყარებული, დანარჩენი საკონსტიტუციო სასამართლოზე იქნება დამოკიდებული“,- განაცხადა მათიკაშვილმა.

მსგავსი