დავით მათიკაშვილი - ევროკომისიის რეკომენდაციები თითქმის შესრულებულია, დარჩენილია დეპოლარიზაციის საკითხი, რასაც მმართველი გუნდი ცალმხრივად ვერ გადაწყვეტს
დავით მათიკაშვილი - ევროკომისიის რეკომენდაციები თითქმის შესრულებულია, დარჩენილია დეპოლარიზაციის საკითხი, რასაც მმართველი გუნდი ცალმხრივად ვერ გადაწყვეტს

ევროკომისიის რეკომენდაციები თითქმის შესრულებულია, დარჩენილია დეპოლარიზაციის საკითხი, რასაც მმართველი გუნდი ცალმხრივად ვერ გადაწყვეტს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, ქართულმა მხარემ 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის ყველა ნაბიჯი გადადგა.

„რა თქმა უნდა, ამ პროცესში მონაწილეობას ოპოზიციის დიდი ნაწილი არ იღებდა. ევროკომისიის რეკომენდაციები თითქმის შესრულებულია, დარჩენილია დეპოლარიზაციის საკითხი, რასაც მმართველი გუნდი ცალმხრივად ვერ გადაწყვეტს. საქართველომ კანდიდატის სტატუსი რომ არ მიიღოს, ჩვენს ევროპელ კოლეგებს ამისთვის ტექნიკური მიზეზი არ ექნებათ. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და სწორედ ამ ჭრილში ველოდებით პასუხს, თუმცა მოლოდინი მაინც პოზიტიურია“, – განაცხადა მათიკაშვილმა.