დავით მათიკაშვილი – დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლები ისე არიან წაკიდებული, ერთმანეთს ხელით რომ შეეხონ, არ იქნება გასაკვირი, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ დაპირისპირება კიდევ უფრო ღვივდება

13:39, 05.06.2026

დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთზე ისე არიან წაკიდებული და დაპირისპირებული, იმდენად ლანძღვა-გინებაში არიან ერთმანეთის მიმართ, რომ ერთმანეთს ხელით რომ შეეხონ, არც იქნება გასაკვირი, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომოტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ დაპირისპირება კიდევ უფრო მეტად ღვივდება.

„დღევანდელმა პოლიტიკურმა მოცემულობამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა ის ნეგატიური სახე, რაც მათ რეალურად აქვთ. სამშობლო არავის აინტერესებს, საქართველოზე არავინ ზრუნავს. ზრუნავენ, ვინ იქნება პირველი დესტრუქციაში და ქვეყნისადმი მტრულ შინაარსში. მაღალი ალბათობით, შესაძლოა, ეს გაერთიანება ამ სახელწოდებით დაიშალოს, თუმცა ამით არაფერი იცვლება. კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წევრები ასეთად რჩებიან“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

მსგავსი