დავით მათიკაშვილი – ბელგიის პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარესთან შეთანხმება იყო, რომ ჩვენს მკაფიო გზავნილს სათანადოდ გააჟერებენ და ევროკავშირის სტრუქტურებს მიაწოდებენ
საქმიანი შეხვედრა შედგა, სადაც მსჯელობა მნიშვნელოვან საკითხებზე იყო, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ბელგიის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მასპინძლების მხრიდან საინტერესო იყო კითხვები, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ დასაბუთებული პასუხი გასცა ჩვენი ქვეყნის როლზე და სწრაფვაზე ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით.
„განხილული იყო ის პრობლემატიკა და გამოწვევებიც. შეთანხმება იყო, რომ ჩვენს მკაფიო გზავნილს სათანადოდ გააჟერებენ და ევროკავშირის სტრუქტურებს მიაწოდებენ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.