დავით მათიკაშვილი - ბაჩო ახალაიას ხელწერა ძალადობაა, სჯობს, გაითვალისწინოს, რომ დამხობაზე საუბარი პირად გამონათქვამად არ რჩება, ამ ყველაფერს „სისხლის სამართლის კოდექსი“ ითვალისწინებს
დავით მათიკაშვილი - ბაჩო ახალაიას ხელწერა ძალადობაა, სჯობს, გაითვალისწინოს, რომ დამხობაზე საუბარი პირად გამონათქვამად არ რჩება, ამ ყველაფერს „სისხლის სამართლის კოდექსი“ ითვალისწინებს

ბაჩო ახალაიას ხელწერა რომ ძალადობაა, ამაზე საუბრით საზოგადოებას აღარ დავამძიმებ, მისი ქმედებები კარგად ვიცით და კარგად გვახსოვს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, სჯობს, მან გაითვალისწინოს, რომ დამხობაზე საუბარი, ძალადობაზე მოწოდება პირად გამონათქვამად არ რჩება, რადგან ამ ყველაფერს „სისხლის სამართლის კოდექსი“ ითვალისწინებს.

„2003 წლებში რაც გააკეთეს, სახელმწიფოს მაშინდელი მოცემულობა სხვა იყო, დღეს მათი უნარი ნულამდეა დაყვანილი, რომ საზოგადოებაში რაიმე მსგავსი განახორციელონ ხალხის საწინააღმდეგოდ. ამის დასტურია ის, რაც პრეზიდენტის სასახლესთან გააკეთეს და რა რეაგირებაც მოჰყვა ამ ყველაფერს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ საკუთარ სასამართლო პროცესზე განაცხადა: „მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ივანიშვილი დავამხოთ, არჩევნებით ეს გამორიცხულია, დიქტატურაში ვცხოვრობთ“.