დავით მათიკაშვილი - აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ უკრაინამ ვენეციის კომისიიდან გამოითხოვა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, ევროკომისია ამას არ ადასტურებს, ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები მეტ კითხვას აჩენს
დავით მათიკაშვილი - აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ უკრაინამ ვენეციის კომისიიდან გამოითხოვა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, ევროკომისია ამას არ ადასტურებს, ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები მეტ კითხვას აჩენს

აშშ-ის ელჩმა განაცხადა, თითქოს უკრაინამ ვენეციის კომისიიდან გამოითხოვა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის საკუთარი ვერსია, ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროკომისია არ ადასტურებს კანონპროექტის გამოწვევის ფაქტს და ამბობს, რომ მუშაობა გრძელდება უკრაინულ ვერსიაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ფაქტები იმაზე მეტყველებს, რომ ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა, იყო ურთიერთგამომრიცხავი.

„გუშინ და დღეს ორი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გავრცელდა. შეერთებული შტატების ელჩმა განცხადება გააკეთა, თითქოს ვენეციის კომისიიდან უკრაინულ მხარეს გამოთხოვილი ჰქონდა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის საკუთარი ვერსია, რაც, მისი აზრით, იმას ნიშნავს, რომ დასკვნას ქართული მხარე აღარ უნდა დალოდებოდა და კანონპროექტი ვენეციის კომისიაში აუცილებლად უნდა გაეგზავნა. ამავდროულად, დღეს ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროკომისია არ ადასტურებს ამ კანონპროექტის გამოწვევის ფაქტს და ამბობს, რომ მუშაობა გრძელდება უკრაინულ ვერსიაზე. უბრალოდ, ვერ აზუსტებენ, როდის იქნება მზად პასუხი. ეს ურთიერთგამომრიცხავი ორი განცხადება კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს ამ საკითხთან მიმართებით. აქ მთავარი ის არ არის, კანონპროექტი გაიგზავნება თუ არ გაიგზავნება. საჭიროა საკითხის კარგად შესწავლა, სიღრმისეულად გაცნობა ამ საკითხში და გადაწყვეტილების ისე მიღება.

ოპოზიციას აქვს თავისი მრუდე დღის წესრიგი. მისთვის მნიშვნელოვანია კრიტიკა  და არა ამ კრიტიკის შინაარსი. ფაქტები იმაზე მეტყველებს, რომ ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა, იყო ურთიერთგამომრიცხავი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.