დავით მათიკაშვილი - არჩევნების ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების საფუძველი არ არსებობს, ძნელი წარმოსადგენია, რა არგუმენტი უნდა მოიყვანონ საქართველოსადმი ანტაგონისტურად განწყობილმა ძალებმა
არჩევნების ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების არანაირი საფუძველი არ არსებობს. ძნელი წარმოსადგენია, რა არგუმენტი უნდა მოიყვანონ საქართველოსადმი ანტაგონისტურად განწყობილმა ძალებმა, თუ ნეგატიური გადაწყვეტილების მიღებას შეეცდებიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილს კითხვა დაუსვეს ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომლის ფარგლებშიც მინისტრები, მათ შორის, საქართველოს საკითხს განიხილავენ.
„ჩვენს ქვეყანაში არჩევნები ჩატარდა, რომელიც, ეუთო/ოდირის დასკვნის შესაბამისად, პოზიტიურად იყო შეფასებული. მნიშვნელოვანი ჩანაწერი იყო გაკეთებული, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ეს არჩევნები მაღალი სტანდარტით ჩაატარა. ლეგიტიმაციის საკითხის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების არანაირი საფუძველი არ არსებობს. ამიტომ ძნელი წარმოსადგენია, რა არგუმენტი უნდა მოიყვანონ საქართველოსადმი ანტაგონისტურად განწყობილმა ძალებმა, თუ კი რაიმე ფორმით ნეგატიური გადაწყვეტილების მიღებას შეეცდებიან“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.