დავით მათიკაშვილი - არჩევნები ჩაივლის მშვიდ ვითარებაში და ქვეყანა ღირსეულ პრეზიდენტს აირჩევს
დავით მათიკაშვილი - არჩევნები ჩაივლის მშვიდ ვითარებაში და ქვეყანა ღირსეულ პრეზიდენტს აირჩევს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში კონსულტაციები გრძელდება. მისივე თქმით, უმრავლესობა საზოგადოების საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული.

როგორც მათიკაშვილი აცხადებს, არჩევნები ჩაივლის მშვიდ ვითარებაში და ქვეყანა აირჩევს ღირსეულ პრეზიდენტს.

„კონსულტაციები პერმანენტულად მიმდინარეობს, შესაბამისად, ხდება მზადება მეორე ტურისთვის. ჩვენ ვიქნებით ორიენტირებულები თავიდან ბოლომდე იმაზე, რა საჭიროებები გააჩნია საზოგადოებას.

საარჩევნო პროცესი კონსტრუქციულ გარემოში იქნება წარმართული საზოგადეობის პრობლემების მოგვარების კუთხით. არჩევნები ჩაივლის მშვიდ ვითარებაში და შესაბამისად, ქვეყანა აირჩევს ღირსეულ პრეზიდენტს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.