დავით მათიკაშვილი - ახალქალაქისა და ნინოწმინდის მოსახლეობას მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ვამცნეთ
ახალქალაქისა და ნინოწმინდის ამომრჩევლებს გავაცანით ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ძალიან მალე განხორციელდება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ახალქალაქში, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ისევე, როგორც მთელ საქართველოში, არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად გაიმარჯვებს.
„ეს იყო ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი შეხვედრა ახალქალაქისა და ნინოწმინდის ამომრჩევლებთან. კიდევ ერთხელ ვიგრძენით ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა საზოგადოებისგან. ჩვენ მათ ვამცნეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომელიც განხორციელდება ძალიან ცოტა ხანში. ნინოწმინდამ და ახალქალაქმა პირველ ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვა და დარწმუნებული ვარ, მეორე ტურშიც იქნება გამარჯვება ძალიან დიდი პროცენტით. აქ ისევე, როგორც მთელს საქართველოში, აუცილებლად გაიმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი”,-განაცხადა დავით მათიკაშვილმა.