დავით მათიკაშვილი - გარკვეულ სისტემურ პრობლემებზე ადამიანის აზრი მაშინ არის დამაჯერებელი, როდესაც კონკრეტულ თანამდებობას იკავებს, ხელისუფლებიდან წასვლის შემდგომ საუბარი ცოტა უცნაურია
დავით მათიკაშვილი - გარკვეულ სისტემურ პრობლემებზე ადამიანის აზრი მაშინ არის დამაჯერებელი, როდესაც კონკრეტულ თანამდებობას იკავებს, ხელისუფლებიდან წასვლის შემდგომ საუბარი ცოტა უცნაურია

საერთოდ, დამაჯერებელია ადამიანის აზრი გარკვეულ სისტემურ პრობლემებზე მაშინ, როდესაც ის კონკრეტულ თანამდებობას იკავებს და შესაბამის ნაბიჯებს დგამს ამ სისტემური პრობლემების დასაძლევად, როდესაც ხელისუფლებიდან წავლენ და შემდგომ საუბრობენ ამაზე, ეს ცოტა უცნაური გასაგებია ყოფილი პრემიერ-მინისტრის პირიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა გიორგი გახარიას შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკოსის მხრიდან არაადეკვატურობა მისაღები არ არის.

„დღეს ირაკლი კობახიძემ იკითხა და სავსებით მართებულად შეგვიძლია იგივე კითხვა დავუსვათ, როდის იყო გიორგი გახარია მართალი, როდესაც ყველას გვარწმუნებდა, რომ ქვეყანაში იყო სისტემურად ყველაფერი გამართული და არ იყო არანაირი კორუფციული პრობლემები, თუ დღეს როცა საუბრობს? ამაზე უნდა გასცეს პასუხი. ცხადია, ფაქტია რომ მისი შეფასება, როგორც პრემიერ- მინისტრის მხრიდან და დღევანდელი შეფასება არ უნდა იყო ერთმანეთისგან განსხვავებული. სერიოზული პოლიტიკოსის მხრიდან ასეთი არაადეკვატურობა მისაღები არ არის“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარტია „საქართველოსთვის“ 29 მაისს წარადგინა.