დავით მათიკაშვილი - 20 ივნისს იყო პარლამენტში ძალადობრივი შეჭრა, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაერთხელ დაადასტურა
20 ივნისს იყო პარლამენტში ძალადობრივი შეჭრა, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არაერთხელ დაადასტურა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დავით მათიკაშვილმა წელს, 20 ივნისს ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ დაგეგმილი აქციის შესახებ საუბრისას განაცხადა.
„არაერთი პირის მიერ არაერთხელ იყო აღიარებული, სხვათა შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამას ნებსით თუ უნებლიეთ აღიარებენ, თუ რა მიზნები ჰქონდათ მათ 20 ივნისს. ეს ყველაფერი საზოგადოებამ ძალიან კარგად გაიგო და დაინახა. ამიტომ, თუკი ასეთი პირები მართლაც იქნებიან 20 ივნისისთვის და ამ ამბავს გულწრფელად გააპროტესტებენ, ჩვენ აუცილებლად ავუხსნით მათ, რასთან გვქონდა საქმე, რომ ეს იყო პარლამენტში ძალადობრივი შეჭრა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არაერთხელ იყო დადასტურებული“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.