დავით მაღრაძე - ვექტორი ჩრდილოეთისკენ კი არ იცვლება, ვექტორი იცვლება დამოუკიდებლობისკენ
დავით მაღრაძე - ვექტორი ჩრდილოეთისკენ კი არ იცვლება, ვექტორი იცვლება დამოუკიდებლობისკენ

ფსევდომედასავლეთეები ჩვენს პოლიტიკაში არიან მონური სულის ადამიანები. ერთი ბატონის მსახურები იყვნენ, მაშინაც მზად იყვნენ მისი ნაფეხური ეკოცნათ და ახლა ბატონის ცვლილება უნდათ – თავისუფლება და დამოუკიდებლობა არ უნდა ამ ხალხს, ახლა მზად არიან, ფოტიგას ნაფეხურებს მისდიონ, – ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„როდესაც წავიკითხე ირაკლი კობახიძის განცხადება და მოვისმინე ირაკლი ღარიბაშვილის რამდენიმე განცხადება, მათ (ოპოზიციამ) თქვეს, რომ ვექტორი ჩრდილოეთისკენ შეიცვალა. რა ვექტორი შეიცვალა, ამერიკის თავდაცვის მდივანი იყო საქართველოში. მე ვნახე პრემიერი ამერიკულ სამხედრო გემზე – არაფერი იცვლება. ვექტორი ჩრდილოეთისკენ კი არ იცვლება, ვექტორი იცვლება დამოუკიდებლობისკენ, მაგრამ დამოუკიდებლობა ვისთვის არის მიმზიდველი? მამაცი ხალხისთვის, მხნე ადამიანებისთვის. თუ დამოუკიდებელი და თავისუფალია შენი ქვეყანა, მაშინ აქვს ხიბლი სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას. თუ ბატონის ცვლილება გინდა, ეს მეორე მიმართულებაა, რომელიც პირადად ჩემთვის და მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებელია. დამოუკიდებლობა ყოველ წამს დასაცავია“, – განაცხადა დავით მაღრაძემ.