დავით მაღრაძე - თუ ვინმეს არ აქვს პატიმრის უფლებებზე საუბრის უფლება, ეს დღევანდელი პატიმარი სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები არიან
დავით მაღრაძე - თუ ვინმეს არ აქვს პატიმრის უფლებებზე საუბრის უფლება, ეს დღევანდელი პატიმარი სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები არიან

თუ ვინმეს არ აქვს პატიმრის უფლებებზე საუბრის უფლება, ეს დღევანდელი პატიმარი სააკაშვილი და მისი მხარდამჭერები არიან, – ამის შესახებ პოეტმა, დავით მაღრაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მაღრაძის განცხადებით, სააკაშვილი საპატიმროში სრულიად განსაკუთრებულ პირობებშია.

„ვინაიდან თავშივე ითქვა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის მიერ, რომ ჩვენ არ მოვექცევით ამ ხალხს ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ჩვენ მოვექცევით ისე, როგორც ქართული კულტურის ისტორიას ეკადრებაო, ვეთანხმები, ვიზიარებ ამას და ვფიქრობ, რომ სრულიად განსაკუთრებულ პირობებშია სხვა პატიმრებთან შედარებით. სახელმწიფოს მხრიდან სხვა პატიმრების მიმართ ეს შესაძლოა, არ იყოს მთლად სწორი მიდგომა, რადგან არ შეიძლება ქვეყანაში პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი მოქალაქე არსებობდეს, ეს შეურაცხმყოფელია. თუ ხელისუფლება უზრუნველყოფს ყველა დანარჩენი პატიმრის უფლებებს ისევე, როგორც დღეს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქის უფლებებია უზრუნველყოფილი, მაშინ სწორია. ყველა ის პირობა, რომლის შესაძლებლობაც აქვს და არ აქვს საქართველოს, ყველაფერი უნდა გამოიყენოს, როდესაც საქმე პატიმრის უფლებებს ეხება, როგორი ავად გასახსენებელი ბიოგრაფიაც უნდა ჰქონდეს ამ კაცს“, – განაცხადა დავით მაღრაძემ.